COVID-19 - ბოლო ცნობები

დასახელდა კორონავირუსის ყველაზე ადრეული სიმპტომები ბავშვებში

მანამდე აშშ-ის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრმა (CDC) გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ ბავშვებში იშვიათი, მაგრამ მძიმე გართულება შეინიშნება.
Sputnik

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ბავშვებში კორონავირუსის ყველაზე ხშირი სიმპტომები — ტემპერატურა და ხველებაა, განაცხადა „როსპოტრებნადზორის“ ეპიდემიოლოგიის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ გორელოვმა.

საბოლოოდ დადგინდა: ცნობილია ბავშვებში ინფიცირების სამი ადრეული სიმპტომი

მისი თქმით, ზოგ არასრულწლოვან პაციენტს ასევე აღენიშნება კუჭ-ნაწლავის პრობლემები — სხვა რესპირატორული ინფექციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გარეშე.

ამასთან, გორელოვმა დააზუსტა, რომ კუჭ-ნაწლავის სისტემის პრობლემები ინფიცირებული ბავშვების მხოლოდ ორ პროცენტში შეინიშნება.

რაც შეეხება ყნოსვის დაკარგვას, სპეციალისტის თქმით, ეს არც ისე სახასიათოა სიმპტომია, ვინაიდან ადრეული ასაკის ბავშვებში რთულია დადგინდეს, აქვს თუ არა პატარას იგი.

მანამდე აშშ-ის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრმა (CDC) გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ ბავშვებში იშვიათი, მაგრამ მძიმე გართულება შეინიშნება. საუბარია ბავშვთა სისტემურ ანთებით სინდრომზე, ანუ კავასაკის სინდრომზე. აღნიშნული გართულება ხასიათდება სიცხით, გამონაყარით, მუცლის ტკივილით, პირღებინებით. გარდა ამისა, შესაძლო სიმპტომებს შორისაა ზედმეტი გაღიზიანება, მოდუნება, დიარეა, კონიუნქტივიტი, კისერზე ლიმფური კვანძების გადიდება, დამსკდარი ტუჩები ან გაწითლებული ენა, ხელებისა და ფეხების დასივება.