ყვითელი ამბები

„ქარ­თულ–უკ­რა­ი­ნუ­ლი ოჯა­ხი იუ­რი­დი­უ­ლა­დაც შედ­გა“ – გია ბარამიძე დაქორწინდა

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლიდერი გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე და­ო­ჯახ­და. მისი რჩე­უ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი გო­გო­ნაა.
Sputnik

„დღეს მე და ჩემ­მა ანუ­ტამ (ჩვენს სა­ა­მა­ყო იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში) ხელი მო­ვა­წე­რეთ და ქარ­თულ–უკ­რა­ი­ნუ­ლი ოჯა­ხი იუ­რი­დი­უ­ლა­დაც შედ­გა“ – დაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ „ფეისბუქზე“ და ხელის მოწერის ფოტოებიც გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, მისი რჩეული უკრაინელი ანა ფილიპჩუკია.

გია ბა­რა­მი­ძის პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე ეკა ჯა­ფა­რი­ძე იყო, რო­მელ­თა­ნაც სა­ერ­თო შვი­ლი, უფ­რო­სი გო­გო­ნა ჰყავს. ეკა ჯა­ფა­რი­ძე გია ბა­რა­მი­ძემ­დე ქო­რწი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და მხატ­ვარ ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ი­ას­თან, წყვილს სა­ერ­თო ქალიშვი­ლი ჰყავს.

როდესაც თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა საპატიმროდან გაათავისუფლეს, გავ­რცელ­და ჭო­რი, რომ ეკა ჯა­ფა­რი­ძე გია ბა­რა­მი­ძეს­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ ცო­ლად გიგი უგუ­ლა­ვას გაჰ­ყვა. მა­შინ ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ პრე­ს-სამ­სა­ხუ­რის მა­შინ­დელ უფ­როსს ხა­თუ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვილს მო­უ­წია, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს დეზინფორმაციაა, მით უმეტეს, რომ ეკა ჯაფარიძე უგულავას შვილის ალექსანდრეს ნათლიაა.