ჩინეთის მისია მთვარეზე: რაკეტა Long March-5-ის გაშვება – ფოტო

Sputnik

ჩინური მძიმე რაკეტმზიდი „ჩანჩჟენ-5“ წარმატებით გავიდა მითითებულ ორბიტაზე „ჩანე-5“ აპარატით, რომელიც მთვარეზე უნდა დაჯდეს და მისი გრუნტის ნიმუშები აიღოს – დაახლოებით ორი კილოგრამი რეგოლითი და დედამიწაზე დაბრუნდეს.

„ჩანჩჟენის“ რაკეტმზიდებისთვის ეს უკვე 353-ე მისიაა. „ჩანჩჟენ-5“ ჩინეთის ყველა უახლოესი ამბიციური კოსმოსური მისიის საფუძველია. ივლისში მისი დახმარებით წარმატებით გაეშვა მარსის გამოსაკვლევი პირველი ჩინური ზონდი „ტიანვენ-1“.

NASA იმედოვნებს, რომ ჩინეთი „ჩანე-5“-ის ფარგლებში მოპოვებულ მონაცემებს სხვა ქვეყნების მეცნიერებსაც გაუზიარებს, როგორც ეს მისია „აპოლონის“ დროს მოხდა.

 

1 / 9
მისია გათვლილია 23 დღეზე და მთვარის სამხრეთ პოლუსის საერთო გამოკვლევას მოიაზრებს
2 / 9
გაშვება სამშაბათს შედგა ხაინანის კუნძულზე
3 / 9
ზონდი „ჩანე-5“ თავდაპირველად 2017 წელს უნდა გაეშვათ, თუმცა „ჩანჩჟენ-5“ რაკეტმზიდის ავარიის გამო მისია გადაიდო
4 / 9
რაკეტმზიდი „ჩანჩჟენ-5“ ჩინეთის ყველა უახლოესი ამბიციური კოსმოსური მისიის საფუძველია
5 / 9
მოსალოდნელია, რომ აპარატი დედამიწაზე დაახლოებით ორ კილოგრამ გრუნტს ჩამოიტანს მთვარიდან
6 / 9
წარმატების შემთხვევაში 1970-იანი წლების შემდეგ „ჩანე-5“ გახდება გახდება პირველი მისია, რომელმაც დედამიწაზე რეგოლიტი ჩამოიტანა. მანამდე ეს მხოლოდ აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა შეძლეს
7 / 9
მთვარის ზონდირების ჩინური პროგრამა „ჩანე“ სამ ეტაპს მოიცავს: დედამიწის თანამგზავრის გარშემო შემოფრენა („ჩანე-1“ და „ჩანე-2“), მთვარეზე დაჯდომა („ჩანე-3“ და „ჩანე-4“)და დედამიწაზე დაბრუნება („ჩანე-5“ და “ჩანე-6“)
8 / 9
პროგრამის პირველი და მეორე ეტაპები უკვე წარმატებით დასრულდა. ამ დროისათვის მესამე ეტაპი ხორციელდება
9 / 9
„ჩანე-8“, გარდა მეცნიერული კვლევებისა, მთვარის ზედაპირზე ტექნოლოგიების გამოცდასაც ჩაატარებს