ახალი შეზღუდვების სრული სია: რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო საქართველოს ხელისუფლებამ შეზღუდვების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
Sputnik

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის ორთვიანი გეგმა დაამტკიცა, რომლის თანახმად, ამ პერიოდში ქვეყანაში რიგი შეზღუდვები იმოქმედებს.

ახალი გეგმა 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. „Sputnik–საქართველო“ წარმოგიდგენთ შეზღუდვების სრულ სიას, რომლებიც ქვეყანაში ამ პერიოდის განმავლობაში იმოქმედებს.

28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით

მთელ საქართველოში:

  • იკრძალება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით, გამონაკლისი იქნება ახალი წლისა და შობის ღამე;
  • აკრძალულია მგზავრთა საქალაქთაშორისო რეგულარული გადაყვანა გარდა ავტომობილისა და ტაქსისა;
  • აკრძალულია რესტორნების მუშაობა, გარდა მიტანის სერვისისა დრაივ–მომსახურებით;
  • აკრძალულია სპორტდარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;
  • აკრძალულია ყოველგვარი კონფერენციის, ტრენინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიების გამართვა, გარდა ონლაინ–ფორმატისა.
  • აკრძალულია სპორტული, მხატვრული და კულტურული წრეების/სტუდიების მუშაობა;

თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში:

  • აკრძალულია საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა;
  • აკრძალულია სავაჭრო ობიექტების მუშაობა, გარდა პროდუქტების მაღაზიების, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ასევე საგაზეთო ჯიხურებისა;
  • აკრძალულია ყველა ბაზრის მუშაობა, გარდა აგრარულისა;
  • სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო განათლების პროგრამებისა) მთლიანად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
  • წყვეტენ მუშაობას კერძო და სახელმწიფო საბავშვო ბაღები.

სამთო–სათხილამურო კურორტები

  • სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცის ორგანიზებისთვის;
  • შეჩერებულია სათხილამურო ტრასებისა და საბაგიროების მუშაობა.

24 დეკემბერი – 2 იანვარი

მთელ საქართველოში:

  • იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
  • აღდგება საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

3 იანვარი – 15 იანვარი

  • მთელ ქვეყანაში ცხადდება უქმეები, მუშაობენ მხოლოდ ბანკები, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები და სერვისები;
  • ყველა შეზღუდვა აღდგება.

16 იანვარი – 31 იანვარი

  • აღდგება საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის, სავაჭრო ობიექტების, ღია და დახურული ბაზრების მუშაობა (გარდა უქმეებისა).

შეზღუდვები არ ეხება:

  • სახელმწიფო და კერძო სამშენებლო–სარემონტო საქმიანობას;
  • საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
  • კვების პროდუქტების მაღაზიების, ცხოველების საკვების მაღაზიების, აფთიაქების, ზოოაფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, პრესის ჯიხურების მუშაობას;
  • მიტანის სერვისს;
  • სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს;
  • ავტოსერვისებსა და ტექდათვალიერების მომსახურებას;
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო მომსახურებას;
  • აგრარულ ბაზრებს.