ყვითელი ამბები

ანა მარგველაშვილს მეორე შვილი შეეძინა – ექს-პრეზიდენტის ყოფილი ცოლი ფოტოს აქვეყნებს

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი ანა მე­ო­რედ გახ­და დედა. ექ­ს-პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლი სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხავ­და ორ­სუ­ლო­ბას.
Sputnik

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ქალიშვილს ანა მარგველაშვილს ჩაჩავას კლინიკაში მეორე შვილი – კირა შეეძინა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ანას დედა ტასო ვირსალაძე ავრცელებს და მისი და ანას პირველი შვილის ფოტოს აქვეყნებს.

„ხელში ჩემი პირველი შვილიშვილი მიჭირავს, ოთხი წლის წინ. დღეს ისევ ბებია გავხდი, მაგრამ ჯერ ხელში არ მიჭირავს. მოუთმენლად ველი შენთან შეხვედრას, კირა! გილოცავ დაბადების დღეს!“ – წერს ტასო ვირსალაძე, რომელიც წლებია მოსკოვში ცხოვრობს.

ყველასათვის ცნობილია, რომ ანა დაოჯახებული იყო მუსიკოს გიგი ჩიჩუაზე. ანამ და გიგიმ 2014 წელს იქორწინეს, მათ ქალიშვილი ანასტასია ჰყავთ. ყოფილმა წყვილმა ერთმანეთი მეგობრების წრეში გაიცნო. ანამ და გიგიმ ხელი ოფიციალურად 2016 წელს მოაწერეს, როცა პატარა ანასტასია გაქრისტიანდა.

მაგრამ ქორწინება სულ ორი წელი გაგრძელდა. როგორც გიგის Instagram-დან ირკვევა, ანასტასიას დიდ დროს უთმობს და სოციალურ ქსელში მხიარულ ფოტო-ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. ბოლო პერიოდში ანა სოციალურ ქსელებში აღარ აქტიურობდა. უცნობია ვინაა მეორე შვილის მამა.

ანა მზრუნველი და ყურადღებიანი დედაა. ჰყვება, რომ მის შვილს არაჩვეულებრივი ძიძა ჰყავს, მიუხედავად ამისა, ბავშვის გაზრდაში ადრე დედამთილი, ახლა კი ოჯახის სხვა წევრები ეხმარებიან. პატარა ანასტასიას ანა მარგველაშვილმა სახელი დედის პატივსაცემად დაარქვა, მაგრამ აშკარაა, რომ გოგონა ბაბუის ასლია.

გოგონა გიორგი მარგველაშვილის ორ ვაჟთან თემოსთან და თომასთან ერთად იზრდება. მათ შორის არც ისე დიდი ასაკობრივი სხვაობაა და ბავშვები ძალიან მეგობრობენ. ამას მათი თბილი ფოტო-ვიდეოებიც მოწმობს.