FIFA-ს განახლებულ რეიტინგში საქართველო სამი პოზიციით დაქვეითდა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული განახლებული რეიტინგის სათავეში ცვლილებებია. ხორვატიისა და კოლუმბიის ნაკრებები ათეულიდან გავარდნენ.
Sputnik

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. ნოემბერში ჩატარებული მატჩების შემდეგ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) ეროვნული ნაკრებების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

აღნიშნულ რეიტინგში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან, სომხეთთან და ესტონეთთან ჩატარებული წარუმატებელი შეხვედრების გამო სამი პოზიციით დაქვეითდა და 89-ე ადგილი დაიკავა. ჩვენს გუნდს 20 სარეიტინგო ქულა ჩამოაკლდა და ახლა 1267 ქულა აქვს.

საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგა ესტონეთთან ფრედ დაასრულა

საქართველომ ერთა ლიგის გათამაშების ბოლო შეხვედრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან და სომხეთთან წააგო, ხოლო ესტონეთთან ფრედ ითამაშა. ჩვენმა ნაკრებმა C დივიზიონის ქვეჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და მომავალ წელს კვლავ C დივიზიონში იასპარეზებს.

FIFA-ს გამოქვეყნებულ რეიტინგის მიხედვით ცვლილებებია საუკეთესო ათეულში, საიდანაც ხორვატისაა და კოლუმბიის ნაკრებები გავარდნენ, ხოლო მათი ადგილი მექსიკამ და იტალიამ დაიკავეს.

განახლებული რეიტინგის პირველი ათეული ასეთია:

  1. ბელგია – 1 780
  2. საფრანგეთი – 1 755
  3. ბრაზილია – 1 743
  4. ინგლისი – 1 670
  5. პორტუგალია – 1 662
  6. ესპანეთი – 1 645
  7. არგენტინა – 1 642
  8. ურუგვაი – 1 639
  9. მექსიკა – 1 632
  10. იტალია – 1 625