მსოფლიო დღეს

COVID-19-ის შემთხვევათა ზრდას ირანში სოციალურ დაღლილობას უკავშირებენ

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს მიაჩნია, რომ კოვიდ-დაავადებულთა რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი „სოციალური დაღლილობაა“.
Sputnik

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ბოლო პერიოდში COVID-19-ის შემთხვევების ზრდა ირანში შეიძლება „სოციალურ დაღლილობას“ უკავშირდებოდეს, განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სიმა სადათ ლარიმ.

სოფიაში საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციას დაუპირისპირდნენ – ვიდეო
„ბოლო თვეებში დაავადებულთა და დაღუპულთა რაოდენობის ზრდის მიზეზი შესაძლოა იყოს სოციალური დაღლილობა, ცივი ამინდი და ასევე ადამიანების ყოფნა დახურულ სივრცეებში“, — თქვა მან.

ამასთან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არ გამორიცხა კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობის ზრდა, ვინაიდან, მისი თქმით, ადამიანები კიდევ მეტად იქნებიან დახურულ და ცუდად განიავებულ შენობებში გამოკეტილები.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ირანში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. ქვეყანამ არაერთხელ დაამყარა ანტირეკორდები. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ 21 ნოემბერს ორკვირიანი მასშტაბური შეზღუდვები დააწესა, რომელთა სიმკაცრე კონკრეტულ ადგილებზე არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული.