ლევან რატიანმა განმარტა, რა მოხდება, თუ ჯანდაცვის პოლიტიკა არ შეიცვალა

რადგან ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი და ლეტალობის ინდექსი  პროგრესულად იზრდება, ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფო სტრატეგია უნდა შეიცვალოს, განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
Sputnik
ლევან რატიანმა განმარტა, რა მოხდება, თუ ჯანდაცვის პოლიტიკა არ შეიცვალა
„თუ ადამიანებმა არ შეიცვალეს ფსიქოლოგიური განწყობა და ისეთივე კონსერვატორიული მიდგომა არ აირჩია სახელმწიფომ, როგორც ამას ვაკეთებდით წინა პერიოდში, ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა აუცილებლად ძალიან მალე ჩამოინგრევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მკურნალობა წავა არჩევითად. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ საავადმყოფოში მკურნალობა, მათ ამ სერვისს სამედიცინი დაწესებულებები ვერ გაუწევენ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 115 ათასს მიაღწია. კორონავირუსის დიაგნოზით ჯამში გარდაიცვალა 1.085 ადამიანი, ამ დროისათვის კოვიდ–კლინიკებში მოთავსებულია 6.145 ადამიანი.