კრწანისის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

მერიაში აცხადებენ, რომ მოედანზე მიმდინარე სამუშაოების დასრულებისთანავე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგება.
Sputnik

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, კრწანისის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მსვლელობის პერიოდში ტრანსპორტის მუშაობა დროებით შეიზღუდა. ინფორმაციას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

აღმაშენებლის ხეივანში მოძრაობა შეიზღუდება

კრწანისის მოედანზე აღნიშნული შეზღუდვა 30 ნოემბრამდე იმოქმედებს, მანამდე კი ადგილზე „ჭკვიანი შუქნიშნებით“ კონტროლირებადი ზებრა გადასასვლელი და გამწვანების ელემენტებით აღჭურვილი უსაფრთხოების კუნძულები მოეწყობა.

მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სრულად იქნება ათვისებული მოედანზე არსებული გამოუყენებელი ტერიტორია, რათა ქალაქში კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეიქმნას.

აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგება.