„253-ე დღე კარანტინში. თქვენც ასე ხართ?“ – ენტონი ჰოპკინსის ვიდეო ვირუსულად გავრცელდა

ცნობილი ამერიკელი მსახიობის ენტონი ჰოპკინსის მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულმა ვიდეომ სოციალური ქსელი მოიცვა.
Sputnik

როგორც ჩანს, მსახიობი უკვე ბევრი დღეა, რაც კარანტინშია და უჩვეულო მიმიკები ამ დღეების თანმდევად აქცია.

„253-ე დღე კარანტინში. ვფიქრობ, ეს გვერდითი მოვლენებია. თქვენც ასე ხართ?“ – კითხულობს ვარსკვლავი.

ამერიკელი მსახიობი ასრულებს როლებს ფილმებში, თეატრებსა და სატელევიზიო შოუებში. ჰოპკინსი აღიარებულია ერთ-ერთ უდიდეს მსახიობად. იგი განსაკუთრებით ცნობილია კანიბალიზმის მიმდევარი სერიული მკვლელის ჰანიბალ ლექტერის განსახიერებით 1991 წლის ფილმში „კრავთა დუმილი“, რომლისთვისაც მან მიიღო ამერიკული კინოაკადემიის ჯილდო „ოსკარი“ ნომინაციაში „საუკეთესო მამაკაცი მსახიობი“.

მისი ფილმებიდან აღსანიშნავია „ადამიანი-სპილო“, „დრაკულა“, „შემოდგომის ლეგენდები“, „დღის ნარჩენები“, „ზოროს ნიღაბი“, „მსოფლიოს უსწრაფესი „ინდიანი“, „გაყინული გულები“, „ნიქსონი“, „გარდატეხა“ და სხვ.

ჰოპკინსი დაიბადა და გაიზარდა უელსში, ხოლო 2000 წელს მიიღო აშშ-ის მოქალაქეობა. 2003 წელს მას გაუხსნეს ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში. „ოსკართან“ ერთად ჰოპკინსს მოგებული აქვს ბევრი სხვა პრიზი: კინოს ბრიტანული აკადემიის სამი ჯილდო, ორი „ემი“, „ოქროს გლობუსი“ და სხვ.