ყვითელი ამბები

„ხედი ჩემი სახლიდან“ – ანუკი არეშიძემ ახალი აგარაკის შთამბეჭდავი ხედი გამოაქვეყნა

თოვლიანი მთა და უშველებელი ტყე – დიზაინერი ახალი სახლიდან ფოტოებს აქვეყნებს. კალაძეების შეუდარებელი არდადეგები ქალაქგარეთ.
Sputnik

ანუკი არეშიძე ახალი შთაგონების ძიებაშია. მან ოჯახთან ერთად ახალ სახლში გადაინაცვლა, რომლიდანაც შეუდარებელი ხედი იშლება. აღფრთოვანებულმა ანუკიმ ამის შესახებ საკუთარ გვერდზეც კი დაწერა. ბოლო პერიოდის მანძილზე დიზაინერი ბუნებას ძალიან დაუახლოვდა და ყოველი მომენტით ტკბება. ნეტარებაში გატარებულ მომენტებს Insta-მიმდევრებსაც უზიარებს.

რამდენიმე თვის წინ „ჩვენი მარწყვები“ - ამ სათაურით ვიდეო ანუკიმ კახეთიდან, მამის ფერმიდან გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, თვითიზოლაციამ დიზაინერის შეხედულებები და ინტერესები შეცვალა. ანუკი მრავალწლოვან მცენარეებს დასტრიალებს.

მას ახალი ჰობი პანდემიის პერიოდში გაუჩნდა, თუმცა წყნეთის სახლის დათვალიერებისას, ასევე მისი ბლოგის გაცნობისას ბუნებისადმი დიზაინერის დამოკიდებულება ნათლად ჩანს.

ის ნარგავებს გაფაციცებით უვლის. ანუკიმ სათანადო აღჭურვილობაც მოიმარაგა და მიწაზე სამუშაოდ შესაფერისი სამოსიც მოირგო. ცისფერი თავშალი, „ოვერსაიზ“ პიჯაკი და შარვალი და, რაც მიწაზე სამუშაოდ ყველაზე მნიშვნელოვანია, რეზინის ფეხსაცმელი. ყოფილი მოდელი ამ შემთხვევაშიც ტრენდულად გამოიყურებოდა.

ანუკი არეშიძეს და კახა კალაძეს ოთხი ვაჟი ჰყავთ. მშობლები უსიმპათიურეს შვილებთან ერთად ხშირად მოგზაურობენ და ულამაზეს სურათებს აქვეყნებენ. წყვილის უფროსი ვაჟი 12 წლისაა, მეორე შვილი კახაბერი 8 წლის, ხოლო ვაჩე კალაძე მალე 6 წლის გახდება. აღსანიშნავია, რომ ისინი მუდამ ერთად მოგზაურობდნენ, თუმცა პანდემიის პერიოდში მხოლოდ სახლის ეზოში ახერხებდნენ გართობას.