ყვითელი ამბები

„აღმოვაჩინე, რომ ვარ ფეხმძიმედ...“ – შორენა ბეგაშვილის რეზონანსული აღიარება

სექს-სიმბოლოს მორიგი სკანდალური აღიარება – რას ჰყვება შორენა ბეგაშვილი ცხოვრების ერთ-ერთ პერიოდზე? ნახეთ რა საიდუმლოს ახადა ფარდა ვარსკვლავმა.
Sputnik

ია ფარულავას საავტორო გადაცემა „ფარულ კონვერტში“ შორენა ბეგაშვილმა რამდენიმე რეზონანსული განცხადება გააკეთა. მათ შორის ეპატაჟურმა ვარსკვლავმა დავით ბაგრატიონ-მუხრანელთან განვლილი ორი წელი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მის გვერდით ბედნიერებას ვერ იპოვიდა. შესაბამისად, სამეფო ოჯახს სკანდალების გარეშე ჩამოშორდა, რადგან დავით ბაგრატიონს „მეფობა“ სურდა და სამეფო ოჯახის წარმომადგენელზე უნდა დაოჯახებულიყო. ამავდროულად სექს-სიმბოლო აღნიშნავს, რომ მის მიმართ ბაგრატიონების შთამომავალი ჯენტლმენობითა და დიდი ვნებით გამოირჩეოდა, რასაც შორენა პირველი ქმრისგან - ევას მამისგან ვერ გრძნობდა.

შორენა ბეგაშვილი აღმოჩნდა ერთ-ერთი გამორჩეული სტუმარი, რომელმაც „ფარული კონვერტი“ გახსნა და იდუმალი კითხვა გაასაჯაროვა. მან უშიშრად განაცხადა, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი გადაცემიდან გაიგებს სიმართლეს, რომელიც მის ფეხმძიმობას ეხება. ეს აღიარება ბაგრატიონების შთამომავლობას ეხება – შორენა ბეგაშვილმა აბორტი ორსულობის მეოთხე თვეზე გაიკეთა. მისი ფეხმძიმობის შესახებ სამეფო ოჯახმა ამ დრომდე არაფერი იცოდა.

„როდესაც მეფისგან წამოვედი, აღმოვაჩინე, რომ მისგან ფეხმძიმედ ვარ. კი, ჩვენ გვქონდა დაუცველი სექსი. ვფიქრობ, იმ დროისათვის საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე. მე თვითონ არასასურველი ვიყავი და რა სახელი ერქმეოდა ჩემ შვილს? ნაყოფი საკმაოდ დიდი იყო და ჩვეულებრივ კლინიკაში აბორტი არ გამიკეთეს. სადაც ჩემმა მეგობარმა მიმიყვანა, იქ გავიკეთე. დაახლოებით მეოთხე თვეში ვიყავი და ამის მერე განვაცხადე, რომ ბავშვს აღარ გავაჩენდი“, – განაცხადა შორენამ.

შორენა ბეგაშვილის ბიოგრაფია ფაქტობრივად ყველამ იცის. სექს-სიმბოლომ ეროტიკული ფილმებითა და ფოტომოდელობით მიიქცია ყურადღება და ახლა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალია საქართველოს ტელეინდუსტრიაში. როგორც თავად ჰყვება, რთული ცხოვრების მიუხედავად, ძალები მოიკრიბა, რუსთავიდან თბილისში ჩამოვიდა და კარიერა აიწყო უამრავი სირთულის მიუხედავად.