გოგიჩაიშვილი: ნაადრევად დავიწყეთ ზეიმი და გაგვიტანეს გოლი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ზეიმი ნაადრევი იყო.
Sputnik
გოგიჩაიშვილი: ნაადრევად დავიწყეთ ზეიმი და გაგვიტანეს გოლი
„თქვენ ხომ გახსოვთ, როგორი ზეიმი იყო, სწორი და კარგიც იყო, სწორი ნაბიჯები გადაიდგა და შედეგიც იყო. მაგრამ არ დაამთავრეს და არ იფიქრეს ხვალინდელ დღეზე. როგორც წესი, უპასუხისმგებლობა, ნაადრევი ზეიმები და ტრაბახი ასე მთავრდება. ნაადრევად დავიწყეთ ზეიმი და გაგვიტანეს გოლი. შეგვეძლო, რომ აქამდე არ მივსულიყავით. ამიტომ ვამბობდით, რომ არჩევნები გადაგვედო ექვსი თვით, სანამ სიტუაცია არ ჩაწყნარდებოდა. არავინ არავინ არ დაინდო არჩევნების გამო“, – ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება სექტემბრიდან მკვეთრად გაუარესდა. ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა თითქმის 4 ათასს აღწევს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ კი უკვე 111 ათასს გადააჭარბა.