უსუფაშვილი: ეს პარლამენტი არ იქნება სრულფასოვანი

პოლიტიკური პარტიის „ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით უსუფაშვილი საპარლამენტო არჩევნებზე და ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ სიტუაციაზე საუბრობს.
Sputnik
უსუფაშვილი: ეს პარლამენტი არ იქნება სრულფასოვანი
„ხელისუფლებას ჩვენ კონსტიტუციურ გზას ვთავაზობთ გამოსავლისთვის. ამ უმძიმეს მდგომარეობას თავი უნდა დავაღწიოთ. არჩევნების თემა უნდა გადავწიოთ უკვე ოთახებში და პარლამენტში. მათ იციან რა სერიოზულ პრობლემებს წააწყდებიან, თუ 60 ოპოზიციური მანდატი იქნება პარლამენტში თავისუფალი და ამის შევსების შანსი არ იქნება შემდეგი ოთხი წელი. ეს არის სერიოზული სამართლებლივ-კონსტიტუციური კრიზისი. ეს არ არის „ქართული ოცნების" პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა“, – ამბობს დავით უსუფაშვილი.

ქართული ოპოზიცია 31 ოქტომბრის შემდეგ საპროტესტო აქციებს არ წყვეტს და ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. სიტუაციის მოგვარებას დასავლელი დიპლომატიური მისიები ცდილობენ, რომლებიც მხარეებს მოლაპარაკებებზე იწვევენ, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ მხარეთა პოზიციები არ შეცვლილა.