როგორ აღნიშნავენ საქართველოში გიორგობას კორონავირუსის პანდემიის ფონზე – ფოტო

Sputnik

საქართველოში 23 ნოემბერს გიორგობას აღნიშნავენ – ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია ქვეყანაში. დილის 9 საათიდან ქაშუეთის და სხვა მართლმადიდებლურ ტაძრებში სადღესასწაულო ღვთისმსახურება დაიწყო.

ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით მორწმუნეები ეკლესიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე პირბადეს ატარებენ და სოციალური დისტანციის დაცვას ცდილობენ.

გიორგობა საქართველოში სახელმწიფო დღესასწაულია და ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. გიორგობას ქვეყანაში ორჯერ აღნიშნავენ – 23 ნოემბერს და 6 მაისს.

1 / 14
ქაშვეთში დილის 9 საათიდან დაიწყო სადღესასწაულო ღვთისმსახურება
2 / 14
წმინდა გიორგის საქართველოს ზეციურ მფარველად მიიჩნევენ და განსაკუთრებულ პატივს სცემენ
3 / 14
სადღესასწაულო ღვთისმსახურებას დილიდანვე უამრავი ადამიანი ესწრებოდა
4 / 14
ქვეყანაში იზრდება კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა, ამიტომ დღეს ეკლესიებში ყველა მორწმუნე ვერ ახერხებს მისვლას
5 / 14
გიორგობა იმდენად მნიშვნელოვანი დღესასწაულია, მის აღნიშვნაზე უარი არავის უთქვამს
6 / 14
თუმცა აუცილებელია პირბადეები და სოციალური დისტანციის დაცვა
7 / 14
ასე მიმდინარეობდა 23 ნოემბერს სადღესასწაულო ღვთისმსახურება ქაშვეთში
8 / 14
გიორგობა სახელმწიფო დღესასწაულია და ოფიციალური დასვენების დღეა
9 / 14
გიორგობას საქართველოშ 23 ნოემბერს და 6 მაისს აღნიშნავენ
10 / 14
გადმოცემით, გიორგობა წმინდა ნინომ შემოიღო. საქართველოში ქრისტიანობის მქადაგებელი, დავით აღმაშენებლის სულიერი მამის - არსენ იყალთოელის თქმით, წმინდა გიორგის ბიძაშვილი იყო
11 / 14
წმინდა გიორგი მიიჩნევა მეომრების, მიწათმოქმედების, მწყემსებისა და მოგზაურების მფარველად მიიჩნევა. მის ასხელზე ასევე ლოცულობენ დემონური ძალების განსადევნად
12 / 14
წმიდა გიორგი საქართველოს განსაკუთრებულ მფარველად ითვლება. მის სახელზეა აგებული ქვეყანაში ეკლესიების უმეტესობა
13 / 14
გიორგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახელია უძველესი დროიდან. ასე ერქვა არაერთ ქართველ მეფეს თუ დიდებულს
14 / 14
წმინდა გიორგი იყო მხედარი, რომელმაც დაამარცხა გველეშაპი და ქართული ცნობიერებისა და მართლმადიდებლობის განუყოფელ ნაწილად იქცა. წმინდანი ასევე საქართველოს სახელმწიფო გერბზეც არის გამოსახული