პლუს 36: რამდენია გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.958-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 108.690-ს მიაღწია.
Sputnik

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1.012-ს მიაღწია, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.958-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 108.690-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 89.170 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 2.137, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.221 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.736 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.