ლევან გოფოძე: ჰოსპიტალიზაციაზე მოთხოვნა გაიზარდა
© Sputnik
„რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად დატვირთულია, მიუხედადად იმისა რომ ბრუნვა მაღალი გავქვს. ჩვენ ყოველდღიურად ვწერთ გამოჯანმრთელებულ პაციენებს და მომენტალკურად ვიღებთ ახალ ნაკადს, იმიტომ რომ ჰოსპიტალიზაციაზე გაიზარდა მოთხოვნა. შექმნილ სიტუაციაში პირველადი ჯანდაცვის რგოლების მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამაინებმა მიმართონ პირველ რიგში მათ და არა კლინიკებს“, - განაცხადა ლევან გოფოძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გასულ დღე–ღამეში 3958–ით გაიზარდა და 108.690-ს მიაღწია. აქედან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი 89.170 შეადგინა.