ყვითელი ამბები

„მომიკვდა ჩემი მოხუცი ბიჭი, ისეთი უბედური ვარ...“ – რა შეემთხვა ინგა გრიგოლიას?

ცნობილი ჟურნალისტი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, რომელმაც ძალიან დასწყვიტა გული. ნახეთ რა მოხდა ჟურნალისტის ცხოვრებაში.
Sputnik

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ტელეჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ძაღლი მოუკვდა. ემოციური პოსტი ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

როგორც გრიგოლია წერს, ბიბი 17 წლის წინ შემთხვევით მოხვდა მასთან, თუმცა სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ასე ძალიან უყვარს ცხოველები.

„მომიკვდა ჩემი მოხუცი ბიჭი. 17 წლის წინ ძალით რომ შემომაჩეჩეს, იძულებით რომ შემოვიდა ჩვენს ოჯახში და მერე ისე შემშალა სიყვარულისგან, რომ ადამიანებზე მეტად შემიყვარდნენ ძაღლები. ამ ბიჭის დამსახურებაა ჩემი გადარევა ცხოველებზე და დღეს ისეთი უბედური ვარ, ისეთი“, – წერს ჟურნალისტი.