მოდელმა ქეთი ჟღენტმა სოციალურ ქსელში გიორგი ქებურიას ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის სადღესასწაულო ტორტზე სანთლებს აქრობს. უმცროსი ქებურია 20 წლის გახდა და ვიზუალურად ძალიან დაემსგავსა ძმას – თოშა ქებურიას.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ძმებს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. ბიზნესმენ ბუბა ქებურიას ორი ვაჟის გარდა გოგონა – ლიკა, იგივე რია ქებურია ჰყავს, რომელიც ცნობილი დიზაინერია.
ბიზნესმენ ბუბა ქებურიას სამ ქვეყანაში – საფრანგეთში, რუსეთსა და საქართველოში პრესტიჟული სასტუმროები და რესტორნები აქვს. ოფიციალური მილიონერი გახლავთ, თუმცა დიდ თანხებს ხარჯავს ქველმოქმედებისთვის. მისი მონაწილეობით ქართველებისთვის პარიზში წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესია აშენდა.
საზოგადოებისთვის უკვე მეტ-ნაკლებად ცნობილი თორნიკესა და დიზაინერ ლიკა ქებურიას გარდა, ბიზნესმენს მესამე შვილიც ჰყავს, გიორგი, რომლის შესახებ ყველაზე ნაკლები ინფორმაცია არსებობს.
ქებურიას ცხოვრების არასაჯარო წესის გამო უჩინარ ბიზნესმენსაც უწოდებენ. მისი ბიზნეს-ისტორიიდან ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი, სასტუმრო „ამბასადორ კაჭრეთის”, თბილისში რესტორან „ამბასადორისა" და საგამოფენო სახლის მფლობელია, რუსეთში კი საკმაოდ დიდი ქონება აქვს. მათ შორის რესტორნები: „ტიფლისი“, „თავადი ბაგრატიონი“, „ტიფლისკი დვორი“, ბიზნეს-ცენტრი და 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ქებურ პალასი". მასვე ეკუთვნის პარიზში რესტორანი „ქართული სახლი“.
ყვითელი პრესისთვის ყველაზე პოპულარული ქეთი ჟღენტის და თოშა ქებურიას წყვილია. მათ ორი შვილი ჰყავთ. წყვილს მეორე შვილი სექტემბერში შეეძინა. პატარა ბიჭუნა გაგუას კლინიკაში დაიბადა და მშობლებმა მას ბაბუის, ბიზნესმენ ბუბა ქებურიას სახელი დაარქვეს. თოშას და ქეთის ქალიშვილი წინა წელს შეეძინათ, რომელსაც კატერინა დაარქვეს. გოგონა დედის ასლია.
წყვილმა ქორწილი ორჯერ გადაიხადა. წყვილი საკუთარ ქორწილში ვერტმფრენით მივიდა. რაც შეეხება საქორწინო ტორტს, ასეთი გრანდიოზული ტორტი საქართველოში აქამდე არ დამზადებულა. მისი წონა 400 კგ-ს შეადგენდა, სიმაღლე – 5 მეტრს. საქორწინო ტორტის დამზადებაზე კი 12 დიზაინერი მუშაობდა.