ყვითელი ამბები

ბრედ პიტმა შესაძლოა ქართულ ფილმში ითამაშოს

ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი შესაძლოა მაყურებელმა ქართულ ფილმში იხილოს. ნახეთ ფილმის დეტალები სტატიაში.
Sputnik

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ჰოლივუდის ვარსკვლავმა, 56 წლის ბრედ პიტმა შესაძლოა ქართულ ფილმში მიიღოს მონაწილეობა, განაცხადა ცნობილმა მუსიკოსმა დათო ევგენიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

როგორც კომპოზიტორი აცხადებს, ფილმის გადაღებას საკუთარი სცენარით გეგმავს, რომელიც რამდენიმე ქვეყნის კოპროდუქცია იქნება და მისი დაფინანსებაც სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის რუსეთიდან მოხდება.

„ორგზის ოსკაროსან პროდიუსერთან გრეი ფრედრიქსონთან მაქვს მოლაპარაკებები. სხვათა შორის, ამერიკელებმა შემომთავაზეს – ფილმში მთავარ როლზე ბრედ პიტი დავამტკიცო. მოკლედ, სცენარი დაწერილია, დაფინანსება მაქვს, მხოლოდ ქართული ფული მაკლია“, – განაცხადა ევგენიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი ბრედ პიტი პოპულარული გახდა 1990-იან წლებში, როდესაც რამდენიმე ჰოლივუდურ ფილმში მიიღო მონაწილეობა.

ბრედ პიტის 27 წლის შეყვარებული, რომელიც ქართველ მოდელს ძალიან ჰგავს – ფოტოები

ბრედ პიტს 1995 წელს შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში „თორმეტი მაიმუნი“ მიეკუთვნა ოქროს გლობუსის ჯილდო და ოსკარის ნომინაცია. პიტი მასმედიის მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მამაკაცი. მისი პირადი ცხოვრება მსოფლიოს მედიის მიერ ფართოდ შუქდება.

პიტს ანჯელინა ჯოლისთან ჰყავს ექვსი შვილი, აქედან სამი ბიოლოგიური. ჯოლისთან ურთიერთობის შემდეგ, რომელიც ცნობილია თავისი ქველმოქმედებით, პიტი უფრო მეტად ჩაერთო სოციალურ აქტივობებში.