როგორც ჩვეულებრივ გრიპს: ცნობილი ექიმი კორონავირუსისთვის ეფექტურ პრეპარატებს ასახელებს

ცნობილი ექიმი ირწმუნება, რომ COVID-19 თითქმის ყველა შემთხვევაში ისე მიმდინარეობს, როგორც ჩვეულებრივი მწვავე რესპირატორული დაავადება.
Sputnik

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. პრეპარატები ინტერფერონი და პარაცეტამოლი ჯერჯერობით ერთადერთი ეფექტური საშუალებებია კორონავირუსთან საბრძოლველად, წერს ცნობილი რუსი ექიმი ალექსანდრ მიასნიკოვი საკუთარ Telegram-არხზე.

როცა სიცხე გაქვთ: ექიმი პოპულარულ მითს ამსხვრევს

ექიმის თქმით, COVID-19-ის შემთხვევათა 90% ისევე მიმდინარეობს, როგორც ჩვეულებრივი მწვავე რესპირატორული დაავადება, ამიტომ კორონავირუსის მკურნალობისას უნდა დავეყრდნოთ ჯანმოს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც გრიპისა და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების მკურნალობისთვისაა შემუშავებული.

მიასნიკოვის განმარტებით, ინტერფერონების მიღება ნაზალურად (ცხვირში ჩაწვეთებით) შეიძლება, ხოლო დაავადების მძიმედ მიმდინარეობის შემთხვევაში ეფექტური იქნება ინტერფერონ–გამას ინექციები. რაც შეეხება პარაცეტამოლს, ის მაღალი ტემპერატურის დასაწევად შეიძლება დაენიშნოს პაციენტს.

ამასთან ექიმი ამბობს, რომ COVID-19-ის შემთხვევაში აუცილებელია ნახევრად მწოლიარე რეჟიმის დაცვა, ბევრი წყლის სმა, მსუბუქი, თუმცა კალორიული საკვების მიღება, ავადმყოფის ოთახის ხშირი განიავება და ჰაერის დამატენიანებლების გამოყენება. დამხმარე საშუალებად სასარგებლო იქნება ვიტამინ D-სა და C-ს, და ასევე თუთიის აბების მიღება.

იწვევს შეუქცევად სიყრუეს: ცნობილი ექიმი სახიფათო მედიკამენტებს ასახელებს>>

გარდა ამისა მიასნიკოვმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კორონავირუსის სამკურნალოდ დაუშვებელია ანტიბიოტიკების გამოყენება, რასაც არანაირი დადებითი ეფექტი არ ახლავს. ამასთან ნაკლებად ეფექტურია ანტივირუსული პრეპარატებიც — როგორც ახალი, ისე ძველი. მათი მაქსიმუმი სარგებელი ისაა, რომ დაავადების ხანგრძლივობა შეიძლება ერთი ან ორი დღით შეამოკლონ.