რა შეცდომებს ვუშვებთ კორონავირუსზე ტესტის ჩაბარებისას: ვირუსოლოგი განმარტავს

გამოკითხულმა ექიმმა–ვირუსოლოგებმა განმარტეს, რატომ შეიძლება აჩვენოს კორონავირუსის ტესტმა არასწორი პასუხი.
Sputnik

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. კორონავირუსზე ტესტის ჩაბარების წინ პაციენტები უშვებენ შეცდომებს, რომლებიც შემდეგ გავლენას ახდენს ტესტის სწორ პასუხზე, იუწყება rbc ექიმ–ვურუსოლოგებზე დაყრდნობით.

ვის არ უნდა ეშინოდეს კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირებისა: იმუნოლოგი განმარტავს

სპეციალისტების თქმით, კორონავირუსზე ტესტის ჩაბარების წინ პაციენტმა, სულ ცოტა, სამი საათის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს სიგარეტის მოწევისგან, არ უნდა გამოისუფთაოს ცხვირი და არ უნდა დალიოს არაფერი.

გარდა ამისა, წესები უნდა დაიცვას ლაბორატორიამაც — სწორად შეარჩიოს ანალიზის აღების დრო და ამასთან დაიცვას პროცედურა.

„თუ ნაცხს ცხვირიდან იღებთ გარკვეული წესების დაუცველად – ლაბორატორიის თანამშრომელი ღრმად არ შედის პაციენტის ცხვირში, ხოლო პაციენტმა მანამდე ცხვირი მოიხოცა ან გამოირეცხა, მაშინ სინჯი არაინფორმაციული იქნება“, — განმარტა ვირუსოლოგმა ტატიანა რომანენკომ.

მისი თქმით, იგივე ითქმის ხახიდან აღებულ ნაცხზეც. ტესტის წინ პაციენტმა არ უნდა ჭამოს და არ უნდა გამოივლოს პირის ღრუ ანტისეპტიკური სავლებით.

გარდა ამისა, ექიმის თქმით, ტესტის შედეგზე გავლენას ახდენს მისი ჩატარების დროც. თუ ადამიანი ახალი ინფიცირებულია, მაშინ მის ორგანიზმში ვირუსი შეიძლება იმდენად მცირე რაოდენობით იყოს, რომ მისი გამოვლენა ვერ მოხერხდეს; ხოლო თუ ინფიცირებიდან დიდი დროა გასული, მაშინ მის ცხვირსა თუ ხახაში ვირუსი ასევე შეიძლება არ გამოვლინდეს, ვინაიდან დაავადების განვითარება ამ დროს უკვე ქვედა სასუნთქ გზებში მიმდინარეობს.