COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19-ით სიკვდილიანობა ევროპაში: ცნობილია ლიდერი ქვეყნები

ევროპის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრმა ევროპაში ბოლო ორ კვირაში კორონავირუსით გარდაცვლილების რაოდენობა დათვალა.
Sputnik

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩეხეთი, ბელგია და ბულგარეთი ლიდერობენ.

ჯანმო COVID-19-ის მესამე ტალღაზე აფრთხილებს: როდის ველოდოთ

მონაცემებს დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრი (ECDC) ავრცელებს.

ბილო 14 დღის მონაცემებით, ჩეხეთში 100 ათას სულ მოსახლეზე 23,4 სიკვდილია დარეგისტრირებული, ბელგიაში — 22,1, ხოლო ბულგარეთში — 17,2.

მანამდე ჯანმოს სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ნაბარომ განაცხადა, რომ არსებობს COVID-19-ის პანდემიის მესამე ტალღის საფრთხე, რომელიც ევროპის ქვეყნებში მომავალი წლის დასაწყისშია მოსალოდნელი.

ნაბაროს თქმით, ახლა ბევრი ქვეყნის წინაშე კვლავ დგას ამოცანა, მოაქციონ ვირუსი კონტროლის ქვეშ, მაგრამ არ გამოიყენონ საამისოდ ისეთი უხეში ზომები, როგორიცაა ლოკდაუნი, ვინაიდან ეს სახელმწიფოებს ძალიან ძვირი უჯდებათ.