COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 89.170 ადამიანი, გარდაიცვალა – 1.012, კარანტინის რეჟიმშია 2.137, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.221 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.736 ადამიანი იმყოფება.
Sputnik

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.958-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 108.690-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 89.170 ადამიანი, გარდაიცვალა – 1.012, კარანტინის რეჟიმშია 2.137, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.221 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.736 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.