სელაპმა სახელად „მისი უმსუქნესობა“ საკვების მიმართ სიყვარულით სახელი გაითქვა - ვიდეო

პატარა სელამპა, სახელად შლისიკმა „ბალტიის ზღვის სელაპების ფონდიდან“, საკვებისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამო არაოფიციალური ტიტული „მისი უმსუქნესობა“ დაიმსახურა
Sputnik

ფონდის ხელმძღანელის - ვიაჩესლავ ალეკსეევის თქმით, შლისიკს არ აქვს ჭარბი წონა, ცხიმის არსებული რაოდენობა მას ზამთრის პერიოდში დაეხმარება კიდეც.

„ცხიმის ასეთი სქელი ფენის წარმოქმნა - განსაკუთრებული უნარია, და შლისიკმა ამ ენერგიით საკუთარი თავის უზრუნველყოფა შეძლო. ეს ნორმალური და ბუნებრივი პროცესია“, - განაცხადა ალეკსეევმა.

„მისი უმსუქნესობა“ განსაკუთრებულად ნიჭიერია საკვების მოთხოვნაში, ზოგჯერ ფონდის თანამშრომლები მას უარსაც ვერ ეუბნებიან.