ქართველმა სუმოისტმა ნოემბრის ბაშო დადებითი ბალანსით დაასრულა

იმპერატორის თასზე დადებითი ნიშნავს იმას, რომ განახლებულ რეიტინგში ტოჩინოშინს პოზიციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ელოდება
Sputnik

თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე ნოემბრის ბაშო დაასრულა დადებითი ბალანსით - ცხრა მოგება და ექვსი წაგება.

ტურნირის დასკვნითდღეს ტოჩინოშინმა, რომელიც აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირას რანგში ასპარეზობს, სეკივაკე ტაკანოსიო დოჰიოზე დაანარცხა და ბაშოზე მეცხრე გამარჯვება მოიპოვა.

იმპერატორის თასზე დადებითი ნიშნავს იმას, რომ განახლებულ რეიტინგში, რომელიც 24 დეკემბერს გამოქვეყნდება, ტოჩინოშინს პოზიციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ელოდება.

რაც შეეხება ნოემბრის ბაშოს, მისი გამარჯვებული გახდა ოძეკი ტაკაკეისე, რომელმაც დამატებით სუპერფინალში კომუსუბი ტერუნოფუძის მოუგო.

იმპერატორის თასის მომდევნო ტურნირი ტოკიოში მომდევნო წლის 10-24 იანვარს გაიმართება.