თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა 17 ოლქში მოიგეს და თითოეულმა მათგანმა ამომრჩეველთა ხმების 85%-ზე მეტი მიიღეს, ამის შესახებ ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებშია ნათქვამი.
ყველაზე მეტი ხმა მიიღო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზუგდიდის ოლქში ირაკლი ჩიქოვანმა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 94,06% მიიღო, ხოლო ყველაზე ნაკლები - ნინო ლაცაბიძემ რუსთავი-გარდაბნის ოლქში - მას მხარი დაუჭირეს ამომრჩეველთა 87,65%-მა.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს და მხარდამჭერებს არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდა, მისმა კანდიდატებმა მაინც ხმების 5%-დან 12%-მდე მიიღეს.
მეორე ტური მიმდინარეობდა ძალიან დაბალი აქტივობის ფონზე - უბნებზე ხმის მისაცემად მხოლოდ ამომრჩეველთა 26,29% მივიდა.
არჩევნების შედეგები თბილისში:
ოლქი | აქტივობა, % | დათვლილი უბნები, % | მმართველი პარტიის კანდიდატი | ოპოზიციის კანდიდატი |
მთაწმინდა-კრწანისი | 22,44
| 88% | ბექა ოდიშარია, 91,51% | შალვა შავგულიძე("ევროპული საქართველო") — 8,49% |
ვაკე | 21,68% | 93% | ნოდარ ტურძელაძე — 93,7% | ელენე ხოშტარია ("ევროპული საქართველო") — 6,3% |
საბურთალო | 21,07% | 73% | დავით სერგეენკო — 89,97% | ალეკო ელისაშვილი ("მოქალაქეები") —10,03% |
ისანი | 21,55% | 56% | კახა კახიშვილი — 92,74% | ხატია დეკანოიძე ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა") — 7,26% |
სამგორი | 22,77% | 33% | სოზარ სუბარი — 88,19% | ლევან ხაბეიშვილი ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა") — 11,81% |
დიდუბე-ჩუღურეთი | 25,02% | 71% | გია ვოლსკი — 89,66% | ზურაბ ჯაფარიძე ("გირჩი") — 10,34% |
ნაძალადევი | 20,04% | 51% | მიხეილ ყაველაშვილი — 91,14% | შალვა ნათელაშვილი ("ლეიბორისტული პარტია") — 8,86% |
გლდანი | 20,5% | 89% | ლევან კობიაშვილი — 89,22% | ნიკა მელია ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა") — 10,78% |
არჩევნების შედეგები რეგიონებში:
ოლქი | აქტივობა, % | დათვლილი ხმები, % | მმართველი პარტიის კანდიდატი | ოპოზიციის კანდიდატი |
თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი | 33,72% | 79% | ირაკლი ქადაგიშვილი— 89,67% | გიორგი ბოტკოველი — 10,33% |
მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი | 32,49% | 89% | შალვა კერესელიძე— 93,23% | ცეზარ ჩოჩელი — 7,75% |
რუსთავი, გარდაბანი | 29,23% | 54% | ნინო ლაცაბიძე — 87,65% | დავით კირკიტაძე — 12,35% |
ხაშური-ქარელი | 33,21% | 78% | ზაალ დუგლაძე — 91,04% | ნატო ჩხეიძე — 8,96% |
ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი | 34,51% | 78% | ბეჟან წაკაძე — 91,87% | კახა გეწაძე — 8,13% |
ქუთაისი | 21,83% | 37% | ზაზა ლომინაძე — 93,6% | გრიგოლ ვაშაძე — 8,54% |
ზუგდიდი | 28,58% | 42% | ირაკლი ჩიქოვანი — 94,06% | მალხაზ ჯალაღონია — 5,94% |
ბათუმი | 24,35% | 40% | რესან კონცელიძე — 88,47% | ლევან ვარშალომიძე— 11,53% |
ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო | 39,29% | 52% | ანზორ ბოლქვაძე — 88,73% | მიშა ბოლქვაძე — 11,27% |