მთვარის კალენდარი: 22 ნოემბერი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.
Sputnik

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

22 ნოემბერი, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. მზარდი მთვარე თევზების ნიშანშია.

თევზების დღე რომანტიკულია და ადამიანებს დასვენებისა და შემოქმედებისკენ უბიძგებს. ადამიანებში ძლიერდება სენტიმენტალობა, ემოციურობა, მგრძნობელობა, ინტუიცია. შესანიშნავი დროა შემოქმედებითი ადამიანებისთვის. კარგი დღეა იურიდიული პრობლემების მოგვარებისთვის. მოსალოდნელია შემოსავლების ზრდა. შეიძლება სესხის აღება.

რამდენად ემოციური ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თუ სიყვარული ამ დღეს გეწვიათ, მან, შესაძლოა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბოს. ამ გრძნობის შესანარჩუნებლად კი საჭიროა არა მხოლოდ ემოციები, არამედ სიფხიზლე, რეალობა, ძალა, პატიოსნება, გულწრფელობა და პასუხისმგებლობა სხვა ადამიანის მიმართ. პასუხისმგებლობის გრძნობა ერთმანეთის მიმართ კავშირს განამტკიცებს. ინტუიცია არ დაგაღალატებთ.

რეკომენდებულია ძველი პროექტების ახკლებურად, კრეატიული თვალსაზრისით განხილვა, მხოლოც მცირე ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, ახალი პარტნიორების მოძებნა, უფრო მეტად ინდივიდუალურად მუშაობა და გუნდური მუშაობის შეზღუდვა.

არარეკომენდებულია საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებით შეფასება, სამუშაოთი გადატვირთვა.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

თმის შეჭრა, შეღებვა: არცთუ ხელსაყრელი დღეა თმის შეჭრისთვის, შეღებვისთვის, ასევე მანიკურისთვის – ფრჩხილების გაკეთებამ შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

მებაღეობა: თევზები ერთ–ერთი ყველაზე ნაყოფიერი ნიშანია. ხელსაყრელი დღეა ოთახისა და აივნის ყვავილების მორწყვის, გაზონის გაკრეჭისთვის, ყვავილებისთვის სასუქის მიცემისთვის.

არახელსაყრელია ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების დარგვა, გასხვლა.