ყვითელი ამბები

სოციალურ ქსელებში პოპულარულია ფოტოები, სადაც ლედი დიანა და დოდი ალფაიედი ერთმანეთს კოცნიან

ფოტოები 6 მილიონ დოლარადაა შეფასებული და ის 1997 წლის ივნისით თარიღდება. ისინი პარიზის ავტოკატასტროფამდე ერთი თვით ადრეა გადაღებული
Sputnik

მას შემდეგ, რაც სამეფო ოჯახის შესახებ სერიალის „გვირგვინი“ მეოთხე სეზონი გამოვიდა, სადაც საუბარია სასიყვარულო სამკუთხედზე პრინცესა დიანასა, პრინც ჩარლზასა და დოდი ალფაიედს შორის, ერთიორად გაიზარდა ინტერესი იმ ძვიადღირებული ფოტოების მიმართ, რომელიც ფოტოსაიტ Shotkit -ზეა გამოქვეყნებული. ფოტოებში პრინცესა დიანას და დოდი ალფაიედის კოცნაა ასახული.

ფოტოები 6 მილიონ დოლარადაა შეფასებული და ის 1997 წლის ივნისით თარიღდება. შეყვარებული წყვილი ამ დროს სენტროპეში, დოდი ალფაიედის იახტაზე იმყოფებოდა.

31 აგვისტოს, ხალხის გულების პრინცესას, ლედი დაიანას გარდაცვალებიდან 23 წელი გავიდა. ზუსტად ამდენივე დროა, რაც საუბარი არ წყდება იმაზე, თუ რა მოხდა 1997 წლის საბედისწერო ღამეს, როდესაც პრინცესას მანქანა პარიზში ავარიაში მოყვა.

ბრიტანული დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი ალან მაკგრეგორი ფიქრობს, რომ სამეფო ოჯახის წევრი შესაძლოა მოკლეს. მაკგრეგორის თქმით, ავტომობილი რომლითაც დაიანა გადაადგილდებოდა, საერთო ავტოსადგომზე იყო, რეალურად კი პროტოკოლის მიხედვით ის სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე უნდა გადაეყვანათ. სხვადასხვა ტაბლოიდები წლების განმავლობაში დაიანას სიკვდილში კამილა პარკერს (პრინც ჩარლზის ამჟამინდელი მეუღლე) ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მან სწორედ ამ გზით ჩამოიშორა ლედი დი. აქტიურად საუბრობენ იმაზეც, რომ დაიანას, ჯერ კიდევ ჩარლზთან ქორწინების დროს, პარალელურად უწევდა კამილასთან ურთიერთობაც, რადგან პრინცი მასთან დაშორებას არ აპირებდა.

კვლავ აქტუალურია თეორია იმის შესახებ, რომ ელიზაბეტ მეორემ და კამილამ დიანას თავიდან მოსაშორებლად მას მკვლელი მიუგზავნეს. ამას გასამყარებლად კი ამბობენ, რომ ავარიის შემდეგ სასწრაფო თითქმის ერთი საათის შემდეგ მივიდა ადგილზე, სადაც დაიანა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, შემდეგ კი ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

ამ თემაზე ოფიციალური განცხადება არც სამეფო ოჯახს და არც სამართალდამცავებს 23 წელია არ გაუკეთებიათ. პრესა კი აქტიურად განიხილავს სხვადასხვა თეორიებს იმაზე, თუ ვის აწყობდა დაიანას სიკვდილი.

პრინცესა დიანა 1997 წლის 31 აგვისტოს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მასთან ერთად ეგვიპტელი მილიარდერის მუჰამედ ალ ფაიედის შვილი დოდი ალ ფაიედი და მძღოლი იმყოფებოდნენ, რომლებიც ასევე დაიღუპნენ.