თოვლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება: საქართველოში უამინდობა შენარჩუნდება

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარი და ნისლი. ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი შტორმი, მთაში - ზვავსაშიშროება
Sputnik

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში უამინდობა შენარჩუნდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.

დღეს საღამოდან სამშაბათის ჩათვლით საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ნისლი და ქარბუქი.

ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.