COVID-19 - ბოლო ცნობები

ჩინეთი მსოფლიოს „ჯანმრთელობის კოდების“ საერთაშორისო მექანიზმის შექმნას სთავაზობს

„ჯანმრთელობის კოდი“ სამი ფერისაა: წითელი, ნარინჯისფერი და მწვანე. თუ ადამიანი გარშემომყოფთათვის საფრთხეს არ წარმოადგენს, ის მწვანე ფერს აჩვენებს და პირს საზოგადოებრივ ადგილებში შესვლის უფლება აქვს, წითელი ფერის შემთხვევაში კი - არა
Sputnik

თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. ჩინეთი მსოფლიოს სთავაზობს ყველასათვის და ყველგან აღიარებული „ჯანმრთელობის კოდების“ ერთიან საერთაშორისო მექანიზმის შექმნას, რომელიც კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების მონაცემებს დაეყრდნობა, განაცხადა შაბათს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა G20-ის სამიტზე გამოსვლისას, რომელიც წელს ონლაინ-ფორმატში მიმდინარეობს.

„ჩინეთი სთავაზობს „ჯანმრთელობის კოდების“ საერთაშორისო მექანიზმს, რომელიც ნუკლეინის მჟავაზე ჩატარებული ტესტების შედეგების მიხედვით შეიქმნება და საერთაშორისოდ აღიარებული QR-კოდების ფორმატი ექნება. ჩინეთს იმედი აქვს, რომ ამ მექანიზმში მონაწილეობას სხვა ქვეყნებიც მიიღებენ“, - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.
ვის არ უნდა ეშინოდეს კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირებისა: იმუნოლოგი განმარტავს

მას არ დაუკონკრეტებია, რა სახის პლატფორმაზე და რომელი დამატებითი მონაცემების საფუძველზე იმუშავებს აღნიშნული მექანიზმი.

ჩინეთში „ჯანმრთელობის კოდების“ სისტემა გაზაფხულიდან მოქმედებს. თითოეული ქალაქი ქმნის საკუთარ სისტემას სოციალურ ქსელებში (WeChat ან Alipay), ადგილობრივი მცხოვრებლები და სტუმრები ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ სისტემაში და აჩვენონ იმ ქალაქის „ჯანმრთელობის კოდი“, რომელშიც იმყოფებიან. კოდი აგროვებს მონაცემებს იმის შესახებ, სად არის ნამყოფი ადამიანი, და იმის მიხედვით, არის თუ არა უსაფრთხო ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ეს რაიონები, აჩვენებს ფერს, სულ სამი ფერია: მწვანე, ნარინჯისფერი და წითელი. ნებისმიერ შენობაში, ტრანსპორტში, ღონისძიებაზე, საზოგადოებრივ ადგილებში შესვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ თქვენი „ჯანმრთელობის კოდი“ მწვანეა.

ხოლო თუ თქვენი მონაცემები აჩვენებს, რომ ავად ხართ და გარშემომყოფთათვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენთ, თქვენ მიიღებთ წითელ კოდს და საზოგადოებრივი ადგილების სტუმრობა თქვენთვის აკრძალულია.