ზუგდიდში საარჩევნო საოლქო კომისიის თავმჯდომარის მანქანა დააზიანეს

მირანდა მესხმა საკუთარი ავტომობილი დაზიანებული აღმოაჩინა. საოლქო კომისიის თავმჯდომარემ სამართალდამცველებს ინციდენტის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა
Sputnik

თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის კუთვნილი ავტომობილი დააზიანეს, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

„ხმა გამარჯვების საბოლოო გაფორმებას მივეცი" - ზუგდიდში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

მესხის განცხადებით, დილით საკუთარი ავტომობილი მას დაზიანებული დახვდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თემის კომენტორებისას განუცხადა.

„დილის 7-ის წუთები იყო, ჩამოვედით მე და ჩემი მეუღლე და დაგვხვდა სიურპრიზი. ამხელა ქვა გვერდზე, წინა მხარე ჩალეწილი, უკანა მხარეც, შიგნით ნამსხვრევებად ქცეული ყველაფერი. განაცხადი გაკეთებულია, ზარი დაფიქსირებულია 112-ზე და ალბათ მოხდება შესაბამისი რეაგირება", - განაცხადა მესხმა.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 30–დან 17 მაჟორიტარულ ოლქში, მათ შორის ზუგდიდში და თბილისის რვავე ოლქში მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიები მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ და კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებენ. ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები ხელისუფლებას 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ.

ნიკა ლატარია