თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, საარჩევნო უბნებზე ძალიან ცოტა ხალხია, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი, რომელიც კენჭისყრის პროცესს აკვირდება.
ბოიკოტი, კრიზისი და არჩევნები: როგორი იქნება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური >>
შაბათს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამჯერად ამომრჩევლები არჩევანს გააკეთებენ იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგები აჩვენეს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ მონაწილეობენ არჩევნებში, ისინი საარჩევნო ბიულეტენში მაინც რჩებიან.
„მივედი, რათა პანდემიის რისკების მიუხედავად ჩემი მოქალაქეობრივი ვალი შევასრულო. ძალიან ცოტა ხალხია, პირველ ტურზე აქ რიგი იყო“, - განუცხადა Sputnik-საქართველოს კორესპონდენტს ამომრჩეველმა ნატალია ტკაჩენკომ, რომელიც ხმის მისაცემად სამგორის რაიონის № 1055 უბანზე მივიდა.
ამომრჩეველთა აქტივობამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 12:00 საათისთვის 8,29% შეადგინა.
კერძოდ, 08:00 საათიდან საკუთარი არჩევანი 177 462 მოქალაქემ გააკეთა. საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში 12:00 საათზე აქტივობამ 19,41% შეადგინა. თუმცა მაშინ დეპუტატებს 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში 3,5 მილიონზე მეტი ამომრჩეველი ირჩევდა.
მეორე ტური პირველისგან ასევე იმით განსხვავდება, რომ კენჭისყრის პროცესს არ აკვირდებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ოპოზიციამ პროტესტი ნიშნად მოხსნა არა მარტო თავისი კანდიდატები, არამედ კომისიების წევრები გაიწვია.
„უბანზე ძალიან ცოტა დამკვირვებელია. აქ მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლები არიან, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ არავინ არ ყვირის დარღვევებზე და სკანდალების პროვოცირებას ახდენს“, - აღნიშნა ტკაჩენკომ.
ყველა საარჩევნო უბანზე გაზრდილია უსაფრთხოების ზომები - არჩევნები კორონავირუსის პანდემიის ფონზე მიმდინარეობს. ყველა ამომრჩეველი უბანზე პირბადით მიდის, თუმცა ყველა ვალდებულია ორჯერ მოიხსნას პირბადე - უბანზე შესვლისას დოკუმენტების შემოწმებისას და ბიულეტენის მიღების დროს.
ბიულეტენის მიღების შემდეგ ამომრჩეველი კაბინაში შედის და ინდივიდუალური კალმით არჩევანს აფიქსირებს. შემდეგ მიდის ურნასთან, ბიულეტენს კონვერტში ათავსებს და ურნაში აგდებს.
საარჩევნო კომისიების წევრებმა, დამკვირვებლებმა და მედიის წარმომადგენლებმა უბანზე შესვლამდე თერმოსკრინინგს გაივლიან, ხოლო კენჭისყრის დროს იქნებიან აღჭურვილი ხელთათმანებით, პირბადეებით და ფარებით.