ლავროვი იუნესკოს მოუწოდებს, ყარაბაღში ძეგლების შენარჩუნებაში თავისი წვლილი შეიტანოს

ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მსოფლიოს ამ უძველეს რეგიონში კონფესიათაშორისი, ეთნიკური შერიგებისა და თანხმობის უზრუნველყოფის საქმეში, აღნიშნა მინისტრმა
Sputnik

თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. რუსული მხარე იმედოვნებს, რომ იუნესკო ყარაბაღში ძეგლების შენარჩუნების კუთხით მეტ აქტიურობას გამოიჩენს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. ამის შესახებ წერს РИА Новости.

სომხეთის დედაქალაქში შაბათს ვიზიტით რუსული სამთავრობო დელეგაცია იმყოფება. რუსეთის დელეგაციაში ლავროვის გარდა, შედიან თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, ვიცე-პრემიერები ალექსეი ნოვაკი და ალექსეი ოვერჩუკი, ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო, „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელი ანა პოპოვა.

მოსაზრება: რატომ არ გამოუვიდა აშშ-ს ბაქოსა და ერევნის შერიგება

ლავროვმა შეახსენა, რომ გუშინ ესაუბრა იუნესკოს ხელმძღვანელობას, მთიან ყარაბაღში და მის გარშემო კულტურული, ცივილიზებული, რელიგიური მემკვიდრეობის შენარჩუნებაში მისი დახმარების ორგანიზების აუცილებლობის შესახებ. მინისტრის თქმით, „მსოფლიოს უძველეს რეგიონში“ კონფესიათაშორისი, ეთნიკური შერიგებისა და თანხმობის უზრუნველყოფის საქმეში ეს ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა.

„იმედი გვაქვს, რომ იუნესკო აქ იმაზე მეტ აქტივობას გამოიჩენს, ვიდრე ეს ხდებოდა სირიაში, განსაკუთრებით ალეპოსა და პალმირაში კულტურული ძეგლების შენარჩუნების კუთხით მრავალრიცხოვანი მოწოდებების საპასუხოდ, სადაც, პირდაპირ ვიტყვი, ჩვენმა მეგობრებმა იუნესკოდან არც ისე აქტიურად წარმოაჩინეს თავი“, - განაცხადა მინისტრმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გუშინ თათბირი გამართა ქვეყნის ძალოვანი ბლოკის, ფინანსთა, ენერგეტიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით. პუტინმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ყარაბაღის მოსახლეობას ყოველმხრივი დახმარება გაეწიოს. მან იმედი გამოთქვა, რომ კონსულტაციები ამ საკითხზე სომხურ მხარესთან სასარგებლო იქნება.