გაეროს გენმდივანმა G20-ს ღარიბი ქვეყნების ვალების გადახდის გადავადებისკენ მოუწოდა

ადრე „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა მოილაპარაკეს, რომ მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს საგარეო ვალებზე პროცენტების გადახდას მხოლოდ 2021 წლის აპრილამდე შეუჩერებდნენ.
Sputnik

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა G20-ს წევრ ქვეყნებს მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს საგარეო ვალებზე პროცენტების გადახდა 2021 წლის ბოლომდე გადაუვადონ, იუწყება РИА Новости.

„გაკოტრებებით შექმნილ დომინოს ეფექტს მსოფლიო ეკონომიკის დანგრევა შეუძლია. ჩვენ ვერ მივცემთ COVID-პანდემიას საშუალებას „ვალების პანდემია“ გამოიწვიოს“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

გაეროს 75-ე წლისთავი: რა მიზნით შეიქმნა ორგანიზაცია

მანამდე „ოცეულმა“ ექვსი თვით გადაავადა ვალის მომსახურების შეჩერების ინიციატივა და ვალის დამუშავებისთვის საერთო სქემა დაამტკიცა.

 „მივესალმებით ამ ნაბიჯებს, მაგრამ უფრო მეტია გასაკეთებელი. მე მოვითხოვ შემდგომ გადავადებას, 2021 წლის ბოლომდე და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ინიციატივის დაფარვის სფეროების გაფართოებას ყველა ღარიბ განვითარებად და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე“, - განაცხადა გუტერეშმა პრესკონფერენციაზე.

G20-ის სამიტი ონლაინ-ფორმატში 21-22 ნოემბერს გაიმართება, მისი თემები იქნება კორონავირუსის პანდემია, კლიმატის დაცვა, ფინანსური პოლიტიკა, მსოფლიო ეკონომიკის და ვაჭრობის განვითარება, აფრიკის მხარდაჭერა. მოსალოდნელია, რომ გუტერეში მასში მონაწილეობას მიიღებს.