ყვითელი ამბები

როგორები იყვნენ ბავშვობაში ნინი ბადურაშვილი და ლიკა ევგენიძე – მომღერალი ფოტოს აქვეყნებს

იცოდით, რომ ლიკა ევგენიძე და ნინი ბადურაშვილი ბავშვობის მეგობრები არიან? ნახეთ როგორები იყვნენ ისინი პატარები.
Sputnik

მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ბავშვობის მეგობარს ლიკა ევგენიძეს დაბადების დღე მიულოცა და ბავშვობის დროინდელი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ნინი და ლიკა ვაკის პარკში არიან გადაღებული.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ გოგონები დიდი ხნის მეგობრები არიან, ლიკას პირველ ქორწინებაში ნინი მისი მეჯვარეც იყო. ნინის და ლიკას მშობლები – ეკა კახიანი და დავით ევგენიძეც დიდი ხნის მეგობრები არიან.

მუსიკოს და­ვით ევ­გე­ნი­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი ლიკა ევ­გე­ნი­ძე მუდ­მი­ვად სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენტრშია. რამ­დე­ნი­მე წლის წინ თბი­ლის­ში ლი­კას და ნიკა ალა­სა­ნი­ას ოჯა­ხის დან­გრე­ვის შესა­ხებ ალა­პა­რაკ­დნენ. ტელეწამყვანი ამჟამად ორ შვილს დამოუკიდებლად ზრდის და ცნობილ მუსიკოს ნიკა კოჩაროვზეა შეყვარებული.

რაც შეეხება ნინი ბადურაშვილს, მასაც მეგობარივით პირველი უიღბლო ქორწინებიდან 7 წლის ელენე კუტალაძე ჰყავს. მეგობრები ხშირად ისვენებენ შვილებთან ერთად ოჯახებით.