დევიდ კომას პირველი ციფრული Koma girl-ი თამარ მეფის სახელს ატარებს: ვიდეო

დევიდ კომას ციფრულ ფორმატში ფანტასტიკური სამყაროს შექმნის იდეა პანდემიის გამო დაწესებულ გლობალურ შეზღუდვებთან შეჯახების შემდეგ გაუჩნდა
Sputnik

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ქართული წარმოშობის სახელგანთქმულმა დიზაინერმა დევიდ კომამ ახალი კოლექცია წარმოადგინა 3D-ფორმატში, რომლის მთავარ გმირსაც, პირველ ციფრულ Koma girl–ს, თამარ M უწოდა თამარ მეფის საპატივცემულოდ.

„ეს პირველი ქალია, რომელიც დევიდის სამშობლოს მართავდა. თამარი ცნობილია თავისი ძალითა და ინტელექტით, რითაც ქვეყანა შუა საუკუნეებში ზენიტში აიყვანა“, — ნათქვამია დიზაინერის ოფიციალურ YouTube-არხზე.

აღნიშნული ნამუშევრით დევიდ კომამ პანდემიის პირობებში თავისი წარმოსახვითი სამყარო, გამოგონილი პოდიუმი შექმნა სამგანზომილებიან სამყაროში.