ბუ, რომელიც ორ კატასთან ერთად ცხოვრობს – ყველაზე პოპულარული ფრინველი თბილისში – ვიდეო

სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია ბუ სახელად „ნებულა“, რომელიც ფოტოგრაფმა ციცი ჩხეიძემ შეიფარა და ზრდის.
Sputnik

გოგონამ ბუს შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ჯგუფიდან შეიტყო, სადაც წერდნენ, რომ იპოვეს პნევმატური თოფით დაჭრილი ფრინველი და მას დახმარება ესაჭიროებოდა.

ციციმ ბუ ვეტერინართან წაიყვანა, სადაც ოპერაცია გაუკეთეს, დაზიანებული ფრთის ამპუტაცია გაუკეთეს. ამჟამად ბუ ციცისთან და ორ კატასთან ერთად ცხოვრობს.

სოციალურ ქსელში მისი პატრონი ხშირად აქვეყნებს „ნებულას“ ვიდეოებს, რომელსაც უამრავი მნახველი ჰყავს.