ძარცვა წერეთლის გამზირზე: შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

წერეთლის პროსპექტზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ში მძარცველის შეჭრის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
Sputnik

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისთან პოლიციაა მობილიზებული, პირველადი ინფორმაციით, ოფისში შეიარაღებული პირი არის შეჭრილი, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

წერეთლის გამზირზე უცნობი პირები მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს
„ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პრესისა და ტელევიზიების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მიმდინარე მოვლენების ტირაჟირებისა და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

ამ დროისათვის უკვე დაიწყო გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ყაჩაღობას ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით.