თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. მთელ მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 ნოემბრის დილისთვის 55 928 327 ადამიანი შეადგინა, გარდაიცვალა 1 344 003, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ვებ-გვერდზე.
ბოლო დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსის 594 542 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 9 989 ადამიანი.
ამავე დროს, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გამოვლენილია კორონავირუსის 56 822 606 შემთხვევა და გარდაცვლილია 1 359 120 ადამიანი.
ჯანმომ კორონავირუსის გავრცელება პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.