მსოფლიო დღეს

ტრამპი არ ნებდება: ვისკონსინი ხმების თავიდან გადათვლას დათანხმდა

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის საარჩევნო შტაბმა უკვე გადაურიცხა ორი ოლქის საარჩევნო კომისიებს 3 მლნ დოლარი ხმების თავიდან გადასათვლელად.
Sputnik

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის ვისკონსინის შტატის (10 ელექტორალური ხმა) საარჩევნო კომისია დაინისა და მილუოკის ოლქებში ხმების თავიდან გადათვლას დათანხმდა, რითიც დონალდ ტრამპის შტაბის მოთხოვნა დააკმაყოფილა, იუწყება სააგენტო Bloomberg.

შემოწმდეს არჩევნების სამართლიანობა: ამერიკელი კონგრესმენები გამოძიებას მოითხოვენ

გავრცელებული ინფორმაციით, კომისიამ ოთხშაბათს განიხილა ტრამპის შტაბის მიერ შეტანილი მოთხოვნა და ხმების ნაწილობრივ გადათვლას დაეთანხმა. რესპუბლიკელებს ეჭვი აქვთ, რომ სწორედ ამ ორ ოლქში ჰქონდა ადგილი არაერთ მაქინაციასა და გაყალბებას.

მანამდე შტატის აღნიშნულმა საარჩევნო კომისიებმა დაადასტურეს, რომ მოქმედი პრეზიდენტის შტაბისგან 3 მლნ დოლარი მიიღეს კენჭისყრის შედეგების გადასამოწმებლად. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ხმების მთელ შტატში თავიდან გადათვლა ტრამპს 7,9 მლნ დოლარი დაუჯდებოდა.

არსებული ინფორმაციით, დაინისა და მილუოკის ოლქებში ხმების გადათვლა 19 ნოემბერს დაიწყება და 1 დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს.

ამ დროისათვის ხმების გადათვლა ასევე მიმდინარეობს ჯორჯიის შტატშიც (16 ელექტორალური ხმა), სადაც უკვე აღმოაჩინეს რამდენიმე ათასი ჩაუთვლელი ბიულეტენი.