სრული ლოკდაუნი და ცარიელი ქუჩები: რა ხდება ევროპის ქალაქებში – ფოტო

Sputnik

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობამ უკვე გადააჭარბა 56 მილიონს. ამ რაოდენობიდან მეოთხედი ევროპის ქვეყნებზე მოდის. აქ ბოლო დროს ეპიდემიის მეორე ტალღა დაიწყო.

საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და გერმანიაში ყოველდღიურად ათობით ათასი ადამიანი ავადდება.

როგორ ებრძვიან მთავრობები ეპიდემიის ახალ ტალღას? საბერძნეთში დაწესდა SMS-ნებართვები, საფრანგეთში – საკომენდანტო საათი, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში მოქმედებს სავაჭრო ცენტრებისა და კულტურულ-გასართობი დაწესებულებების მუშაობის შეზღუდვა, ლოკალური შეზღუდვები და საკარანტინო ზომები მოქმედებს იტალიის ქალაქებსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. სრული „ლოკდაუნი“ გამოცხადდა დიდ ბრიტანეთში, ავსტრიაში, ჩეხეთში, ესპანეთსა და ბელგიაში.

1 / 12
კორონავირუსის მეორე ტალღას ბევრგან განიხილავენ, როგორც მასშტაბური სანიტარული შეზღუდვების არაეფექტურობის მტკიცებულებას
2 / 12
ზოგან კი ქუჩებში დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგები არიან: იტალიაში, ესპანეთში, პოლონეთში, ჩეხეთსა და გერმანიაში პროტესტს გამოთქვამენ
3 / 12
ნებისმიერ შემთხვევაში, ამასთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება არსებობს. გასაგებია მხოლოდ ის, რომ პანდემია საკუთარი წესებით მოქმედებს
4 / 12
მაგალითად, საფრანგეთში დაწესდა ლოკდაუნი მკაცრი საკომენდანტო საათით, რომელიც 22:00-დან 06:00 საათამდე მოქმედებს
5 / 12
ახლა საფრანგეთში ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილები ცარიელია
6 / 12
ბოლო დღეებში, საფრანგეთის გარდა, სრული ლოკდაუნი დაწესდა დიდ ბრიტანეთში, ავსტრიაში, ჩეხეთში, ესპანეთსა და ბელგიაში
7 / 12
ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში მოქმედებს პირბადის ტარების აუცილებლობა
8 / 12
დიდ ბრიტანეთში შეზღუდვა დაწესდა დანიიდან შესვლაზე, სადაც COVID-19-ის გავრცელება დაიწყო წაულების ფერმებში
9 / 12
პირველ ტალღას შეეწირა რესტორნები, ავიაკომპანიები, პირველადი მოხმარების მაღაზიები და თეატრები
10 / 12
ყველა ბიზნესი იძულებულია სამუშაო ადგილები შეამციროს, რათა არ გაკოტრდეს
11 / 12
დახურული კაფეები ლოკდაუნის დროს ვენაში
12 / 12
იტალიის არმიის ჯარისკაცები და პოლიციელები დუომოს ტაძართან მილანის ცენტრში