საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა: არიან დაშავებულები

ლანჩხუთის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
Sputnik

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

შემთხვევა გვარჯალაძის ქუჩაზე დღეს მოხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.