მსოფლიო დღეს

რომის პაპმა ბრაზილიელ მოდელს „დაულაიქა“, ვატიკანმა გამოძიება დაიწყო – ფოტო

პაპის სახელით „დალაიქებულ“ ფოტოზე ბრაზილიელი მოდელი სკოლის მოსწავლის ძალიან თამამ ფორმაშია გამოწყობილი.
Sputnik

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ვატიკანმა შიდა გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც რომის პაპ ფრანცისკეს ოფიციალურმა აკაუნტმა, მოწონების ნიშნად, „ლაიქი“ დაუსვა ბრაზილიელი მოდელის თამამ ფოტოს, იუწყება Catholic News Agency.

როგორც ვატიკანის პრეს-სამსახურთან დაახლოებული წყარო ამბობს, პაპის Instagram-ის პროფილს, ისევე, როგორც სხვა სოციალური ქსელების აკაუნტებს, ვატიკანის თანამშრომელთა გუნდი მართავს. ამ დროისათვის გამოძიება სწორედ იმის დასადგენად მიმდინარეობს, თუ კონკრეტულად ვინ მოიწონა მოდელის ფოტო.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია მოდელ ნატალი გარიბოტოს ფოტოზე, რომლის ქვეშაც „იუზერებმა“ 13 ნოემბერს შენიშნეს რომის პაპ ფრანცისკეს „ლაიქი“. ფოტოზე მოდელი სკოლის მოსწავლის ფორმაშია გამოწყობილი — ოღონდ ძალიან შილიფად.

ვატიკანში უარს ამბობენ მომხდართან დაკავშირებით კომენტარზე, გარიბატო კი ხუმრობს, რომ „ახლა ნამდვილად მოხვდება სამოთხეში“.

 

მსოფლიო დღესახალი ამბებიმსოფლიოს ახალი ამბები