კარიბის ზღვის სანაპიროს ქარიშხალი „იოტა“ დაატყდა თავს – ფოტო

Sputnik

ნიკარაგუას სანაპიროს ქარიშხალმა „იოტამ“ გადაუარა. აშშ-ის ქარიშხლების კონტროლის ნაციონალური ცენტრის მეტეოროლოგები ქარიშხალს მეოთხე კატეგორიას ანიჭებენ (მეხუთე მაქსიმალურია).

სპეციალისტები შიშობენ, რომ ქარიშხალი „იოტა“ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს ცენტრალური ამერიკის იმავე რეგიონს, რომელსაც თვის დასაწყისში ქარიშხალმა „ეტამ“ გადაუარა.

1 / 12
კარიბის სანაპიროს ქარიშხალმა იოტამ გადაუარა
2 / 12
ქარის სიჩქარე 260 კმ/სთ-ს აღწევდა
3 / 12
ნიკარაგუას სტიქიური უბედურებების შედეგების აღკვეთისა და ლიკვიდაციის სისტემებიც მონაცემებით, იოტა მეოთხე კატეგორიას განეკუთვნებოდა
4 / 12
ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები
5 / 12
წვიმამ კი ქუჩები მდინარეებად აქცია
6 / 12
განადგურებულია ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი. სანაპიროს მკვიდრები ელექტროენერგიისა და ფიჭური კავშირის გარეშე დარჩნენ
7 / 12
ზოგიერთი მოსახლე წინასწარ გაემართა თავშესაფრისკენ
8 / 12
ქარიშხალმა გვატემალასაც გადაუარა
9 / 12
ხელისუფლებამ აქ ქარიშხლის საფრთხის შესახებ გაავრცელა გაფრთხილება, ხოლო მეზობელ ჰონდურასში ამ დროისთვის უკვე დაიწყო ადამიანების ევაკუაცია
10 / 12
იოტა მეცამეტე ქარიშხალია, რომელმაც ამ სეზონზე დასახელება მიიღო
11 / 12
და წლის ყველაზე ძლიერი ქარიშხალი გახდა
12 / 12
მისი სიჩქარე უფრო მაღალია, ვიდრე ეტასი იყო, რომელიც ცენტრალურ ამერიკაში ნოემბრის დასაწყისში მძვინვარებდა