მსოფლიო დღეს

მილიარდერთა სიაში ცვლილებებია: ილონ მასკმა მარკ ცუკერბერგს გადაუსწრო

მიმდინარე წლის დასაწყისში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში ილონ მასკი 37-ე პოზიციაზე იყო, თუმცა უკვე ზაფხულში უმდიდრესთა ხუთეულში აღმოჩნდა.
Sputnik

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ილონ მასკმა მეოთხე ადგილი დაიკავა Bloomberg-ის მილიარდერთა მსოფლიო რეიტინგში, გადაუსწრო რა მარკ ცუკერბერგს.

ილონ მასკი ბრაზობს: ერთ დღეს გაკეთებულმა ოთხმა ტესტმა კოვიდზე სხვადასხვა პასუხები აჩვენა

კომპანია SpaceX-სა და Tesla-ს დამფუძნებლის ქონება იმ ინფორმაციის შემდეგ გაიზარდა, როცა გამოცხადდა, რომ „ტესლას“ აქციები S&P 500 ინდექსში ჩაერთო.

19 ნოემბრის მდგომარეობით, ილონ მასკის ქონება 105,4 მლრდ დოლარად ფასდება, ხოლო ცუკერბერგისა — 99,9 მლრდ დოლარად.

„ბლუმბერგის“ რეიტინგში პირველ ადგილზე კვლავ Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია 182,4 მლრდ დოლარით, მეორეზე — Louis Vuitton-ის პრეზიდენტი ბერნარ არნო — 139 მლრდ დოლარით, მესამეზე კი Microsoft-ის დამაარსებელი ბილ გეიტსი — 118,6 მლრდ-ით.

აღსანიშნავია, რომ ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში პირველად მიმდინარე წლის 20 ივლისს მოხვდა, როდესაც მისმა ქონებამ 74 მლრდ დოლარს გადააჭარბა. და ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში მასკი მხოლოდ 37-ე იყო ამ რეიტინგში.