თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 2597 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (2239 - ერთი დღით ადრე), იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.
აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში იუწყებიან, რომ 1354 ადამიანი კლინიკებიდან გაეწერა.
განცხადების თანახმად, თანმდევი დაავადებებით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა 23 ადამიანი.
აზერბაიჯანში თებერვლის ბოლოდან კორონავირუსით ინფიცირების სულ 83 994 შემთხვევა გამოვლინდა, 58 465 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 053 - გარდაიცვალა.
საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას 23 476 პაციენტი გადის.
დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად 1 562 442 ტესტი ჩატარდა, ბოლო დღე-ღამეში - 12 874.