გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, თითოეული პარტია იაზრებს პასუხისმგებლობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე არჩევნების მეორე ტურზე და პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
Sputnik
გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, თითოეული პარტია იაზრებს პასუხისმგებლობას
„მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული პოლიტიკური გაერთიანება, თითოეული დეპუტატი იაზრებს ამ პასუხისგებლობას და შესაბამისად მოიქცევა, როგორც ეკადრება ქართველ ამომრჩეველს, საქართველოს მოქალაქეს, იმ მოლოდინებს და იმ პასუხისგებლობას, რომელიც საქართველოს მოქალაქემ, მისი თვალთახედვის შესაბამისად, გადაანაწილა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ქართული ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ხელახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით ქვეყანაში ორ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციები ტარდება. კენჭისყრის შედეგებით პარლამენტში შესულმა ყველა ოპოზიციურმა ძალამ პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა დეპუტატის მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.