ერევანში საპროტესო აქციის მონაწილეებს მიკროავტობუსი განზრახ შეეჯახა – ვიდეო

სომხეთის მოსახლეობის ნაწილი კვლავ განაგრძობს საპროტესტო აქციებს პრემიერ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, რასაც დაპატიმრებები მოსდევს.
Sputnik

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებსაც გზა ჰქონდათ გადაკეტილი პრემიერ-მინისტრ ნიკოლა ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, მიკროავტობუსი შეეჯახა, იუწყება „Sputnik–სომხეთი“.

ვიდეოზე, რომელიც Lurer TV-მ „იუთუბზე“ ატვირთა, ჩანს, როგორ აქვთ გადაკეტილი მოქალაქეებს ცოცხალი ჯაჭვით ქუჩა. მათ უახლოვდება მიკროავტობუსი, რომელიც ჯერ სვლას ანელებს და ჩერდება, შემდეგ კი მოულოდნელად ხალხს ეჯახება, არღვევს მწკრივს და მიდის.  

სომხეთის ოპოზიცია პრემიერ ფაშინიანის გადადგომას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივ შეთანხმებაზე ხელის მოწერის გამო მოითხოვს, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების დიდი ნაწილი გადაეცა.