თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.697-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 93.092-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 73.877 ადამიანი, გარდაიცვალა – 853, კარანტინის რეჟიმშია 2.186, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.833 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.518 ადამიანი იმყოფება.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.